თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 16.10.2026

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

გაცნობებთ, რომ 2026 წლის 6 ნოემბერს, 15:00 საათზე, აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „ელექტრონული მონაცემთა ბაზები და მათი გამოყენება აკადემიურ საქმიანობაში“.

საჯარო ლექციას წარუძღვება საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის წარმომადგენელი, მარიკა ჟორჟოლიანი.

შეხვედრაზე დეტალურად იქნება განხილული ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის პრინციპები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თქვენს სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

საჯარო ლექცია ჩატარდება დისტანციურ ფორმატში, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.

ონლაინ შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის წინა დღეს და შეხვედრის დღესაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაესწროთ შეხვედრას. თქვენი ჩართულობა და აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები

პირველკურსელთა საყურადღებოდ! 01.09.2016

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 09 სექტემბ...

ვრცლად
თჰუსა და ა(ა)იპ ჯეო ეკოლოჯისტ 2019-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი 29.04.2021

თჰუსა და ა(ა)იპ ჯეო ეკოლოჯისტ 2019-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „ჯეო ეკოლოჯისტ 2019“ შორის გაფორმდა მემორანდუმი სამეცნიერო-კვლევით საქმი...

ვრცლად