4 ნოემბერი - სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები 31.10.2026

4 ნოემბერი - სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები

2026 წლის 4 ნოემბერს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ჩატარდება სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები.

 

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შეიძლება იყოს სტუდენტურ თვითმმართველობაში არჩეული დელეგატი, რომელიც არის უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, საქართველოს მოქალაქე, ქმედუნარიანი, ფლობს სახელმწიფო ენას, არ იკავებს უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობას და არ არის ნასამართლევი.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი აირჩევა საერთო კრების მიერ 2 (ორი) წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე.

სტუდენტური თვითმმართველობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იცავს და წარმოადგენს სტუდენტის უფლებებსა და კანონიერი ინტერესებს როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

სტუდენტთა მახრადჭერისა და კარიერული გავნითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში ორგანიზებული სტუდენტებისა და რეზიდენტების კონფერენცია 01.04.2019

სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში ორგანიზებული სტუდენტებისა და რეზიდენტების კონფერენცია

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის  ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა თამარ მერაბაშვილმა და...

ვრცლად
პროფესორ ოთარ გამყრელიძის საიუბილეო საღამო 25.03.2022

პროფესორ ოთარ გამყრელიძის საიუბილეო საღამო

2022 წლის 20 მარტს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის&ld...

ვრცლად