თჰუ-ს პროფესორის მონაწილეობა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ვორქშოფში
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის (TU Berlin) საერთაშორისო კურსდამთავრებულთა ვორქშოფში — “Sharing Knowledge, Shaping Transformation: Transdisciplinarity in Professional Life and Everyday Practice”, რომელიც 2026 წლის 11–17 ოქტომბერს ბერლინში გაიმართა.
ვორქშოფის მიზანი იყო ტრანსდისციპლინური მიდგომების, ცოდნის გაზიარებისა და სხვადასხვა პროფესიული და საზოგადოებრივი გამოცდილების ურთიერთდაკავშირების შესაძლებლობების განხილვა. პროგრამა მოიცავდა ინტერაქტიულ სამუშაო შეხვედრებს, პრაქტიკულ აქტივობებს, ჯგუფურ დისკუსიებსა და ბერლინის ურბანული განვითარების ინიციატივების გაცნობას.
ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტრანსფორმაციული განათლება, მოქალაქეთა ჩართულობა, მდგრადი ურბანული განვითარება, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობა და აკადემიური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტებს, ბიზნესს, სტუდენტებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მიღებული გამოცდილება და გაზიარებული პრაქტიკა მნიშვნელოვანია როგორც სასწავლო და კვლევითი საქმიანობის განვითარებისთვის, ისე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ბიზნეს ლაბის საქმიანობისთვის, რომლის ერთ-ერთი მიზანია აკადემიური ცოდნისა და ბიზნესის რეალური საჭიროებების დაახლოება. აღნიშნული ვორქშოფი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებასთან ურთიერთობის განახლების, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პროფესიული კავშირების გაღრმავებისთვის.
ვორქშოფის ფარგლებში გამართული ღონისძიების – “Silenced Knowledge. Transdisciplinary Learning through Marginalised Perspectives” – შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.tu.berlin/en/vp-sl/transdisciplinary-learning/international-autumn-school-2026/silenced-knowledge-impulse-and-debate-15-oct-2026 ; ხოლო ვორკშოფის შესახებ TU Berlin Alumni-ის LinkedIn-გვერდზე: https://www.linkedin.com/posts/tuberlin-alumni_tuberlinalumni-activity-7516065222462349312-n13h
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის 16 მაისს 13:00 საათზე ჩატარდება ტრენინგი „უნივერსიტეტის ელე...
ვრცლადთჰუსა და ა(ა)იპ ჯეო ეკოლოჯისტ 2019-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „ჯეო ეკოლოჯისტ 2019“ შორის გაფორმდა მემორანდუმი სამეცნიერო-კვლევით საქმი...
ვრცლადსტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ
ეძებ სამსახურს ან ახალ შესაძლებლობებს? მაშინ ეს ფორუმი შენთვისაა! გიწვევთ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დასაქმების ფორუმზე &mdash...
ვრცლად
