თჰუ დაეხმარა მძიმე სოციალური მდგომარეობის ოჯახს 18.06.2018

თჰუ დაეხმარა მძიმე სოციალური მდგომარეობის ოჯახს

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები 2018 წლის 2 მაისს ესტუმრნენ მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ერთ-ერთ ოჯახს ხაშურში. ამისათვის უნივერსიტეტში ორი თვის განმავლობაში გროვდებოდა სხვადასხვა სახის დახმარება (ტანსაცმელი, საბავშვო ნივთები და ა.შ.);  პარალელურად ორგანიზატორები ურთიერთობდნენ თბილისში მცხოვრებ იმ ოჯახებთან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს დახმარებოდნენ. გარდა ამისა, თჰუ-ის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა, რითაც ამ ოჯახისთვის ნაყიდი იქნა საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

საქველმოქმედო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობას ვუხდით თჰუ-ის სტუდენტური თვითმართველობის წევრებს - თათია ხვიბლიანს, მაიკო ქიშმარეიას,   მიხეილ ბიბილურსა და  ნაზი გაჯიევას.

ასევე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც გულისხმიერად გამოეხმაურნენ საქველმოქმედო აქციას.

 

 

მსგავსი სიახლეები

სამართლის ფაკულტეტის იმიტირებული პროცესების კაბინეტი 01.12.2016

სამართლის ფაკულტეტის იმიტირებული პროცესების კაბინეტი

სამართლის ფაკულტეტის იმიტირებული პროცესების კაბინეტი

ვრცლად
თჰუ სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნათ! 18.03.2017

თჰუ სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნათ!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილები...

ვრცლად
დეკანის არჩევნები! 09.10.2017

დეკანის არჩევნები!

თჰუ რექტორის 2017 წლის 30 სექტემბრის  113/06 ბრძანების შესაბამისად დაინიშნა  დეკანის არჩევნები   ეკონომიკის, ბიზნეს...

ვრცლად