თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ
თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებმაც იურიდიული პრაქტიკა პროექტის - „ჩემი ადვოკატი“ ფარგლებში გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა.
სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება „ჩემი ადვოკატის“ ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს პრაქტიკული კურსის დასრულება მიულოცა და მომავალ საადვოკატო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საადვოკატო პრაქტიკას სტუდენტები 4 თვის განმავლობაში გადიოდნენ.
კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ეწარმოებინათ სასამართლო დოკუმენტები და ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით დაეცვათ მოქალაქეთა ინტერესები როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.
მსგავსი სიახლეები
III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია
III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია ქ. თბილისი, 28 მაისი, 2022
ვრცლადEuraxess Georgia ავრცელებს ინფორმაციას მენტორინგის საერთაშორისო პროგრამის შესახებ
Euraxess Georgia ავრცელებს ინფორმაციას მენტორინგის საერთაშორისო პროგრამის შესახებ. პროგრამა ღიაა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი მკვლე...
ვრცლად
