თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი
თჰუ დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად, თჰუ ფაკულტეტის საბჭოს მიერ სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, 4 წლის ვადით არჩეულ იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი. ქალბატონი თამარი არის სამართლის დოქტორი, პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით. 2001-2006 წლებში ეკავა საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, ხოლო 2000-2001 წლებში იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში - საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი იყო, 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის 2 მონოგრაფიისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
მსგავსი სიახლეები
ფარმაკოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია ”ფარმაკოლოგია და ტოქსიკოლოგია ვირტუალური 2020”
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე შავლაყაძე და სტუდენტი თეონა კაპა...
ვრცლადსამუშაო შეხვედრა თემაზე - ანტიპლაგიატის პროგრამის იმპლემენტაციის შესახებ.
2022 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტ...
ვრცლად
