ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდებში 29.10.2018

ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდებში

ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში

 

ორშაბათს, 29 ოქტომბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის დაიწყო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ტრენინგი სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი ატარებს.

 

ტრენინგი ერთკვირიანია და მოიცავს ისეთ მოდულებს, როგორიცაა: ტესტური გამოცდა. ტესტის დიზაინი და მისი შედგენის წესები; ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE-ის) მეთოდოლოგია; OSCE-ის ორგანიზაცია; სილაბუსის წერის მეთოდოლოგია. ცოდნის შეფასების წესები; შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნება (CBCR); პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (PBL); პორტფოლიო; სამეცნიერო გრანტების წერა; მოზრდილთა განათლება. კომუნიკაციის უნარები.

 

ტრენინგი პირველივე დღიდან ნაყოფიერად წარიმართა პროფესორ-მასწავლებლების აქტიური ჩართულობით. 

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობებს საკუთარი აკადემიური პერსონალის განვითარების მიზნით.

მსგავსი სიახლეები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 25.03.2020

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის...

ვრცლად
თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური 10.06.2019

თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური

2019 წლის 27 მაისს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით საქართველოს თბი...

ვრცლად
700 ლარით დაუფინანსდა თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს ასოცირებულ პროფესორს ირმა ბარბაქაძეს აზერბაიჯანულ-ქართულ-რუსული ლექსიკონი გამოცემა 08.11.2020

700 ლარით დაუფინანსდა თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს ასოცირებულ პროფესორს ირმა ბარბაქაძეს აზერბაიჯანულ-ქართულ-რუსული ლექსიკონი გამოცემა

700 ლარით დაუფინანსდა თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს ასოცირებულ პროფესორს ირმა ბარბაქაძეს აზერბაიჯანულ-ქართულ-რუსული ლექსიკონი გამო...

ვრცლად