კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი სასტუმრო ბილტმორ თბილისში
"კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი" სასტუმრო "ბილტმორ თბილისში"
2019 წლის 19 ნოემბერს კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" პირველად ჩატარდა "კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი". აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს 15 წამყვან უნივერსიტეტს შორის მონაწილეობდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიც.
ფორუმი მიზნად ისახავდა სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა და აბიტურიენტთა ინფორმირებულობას ქართულ შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობის, მათ შორის მსურველთა სტაჟირების, დასაქმების, კარიერული განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციების გათვალისწინებით.
ფორუმში, 50 მსხვილ დამსაქმებელთა შორის მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთო სოციალური პასუხისმგებლობის პროექტში და ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა დამსაქმებელთან ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მსგავსი სიახლეები
თჰუმ მიიღო აკრედიტაცია FAIMER-ის მიერ, დარეგისტრირდა WFME-ში და WDOMS-ში
ჩვენმა უნივერსიტეტმა მიიღო აკრედიტაცია FAIMER-ის მიერ საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევების პოპ...
ვრცლადკონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...
ვრცლად
