თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იმუშავებს საგანგებო რეჟიმში! 24.09.2020

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იმუშავებს საგანგებო რეჟიმში!

ძვირფასო მკითხველებო, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვების შესაბამისად, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იმუშავებს საგანგებო რეჟიმში. კერძოდ, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით,  ბიბლიოთეკის ადმინისტარაცია მზად არის ყველა საჭირო სასწავლო მასალა სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს მიაწოდოს დასკანერებული სახით შიდა პერსონალური ბაზების მეშვეობით, რათა უზრუნველყოფილ იქნას სასწავლო პროცესის შეუფერხებლად ფუნქციონირება. 

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დროებით წყვეტს მკითხველთა ადგილზე მომსახურებას და  დაგეგმილ ყველა ღონისძიებას. ადმინისტრაცია  კი აგრძელებს მუშაობას. 
 
გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენი ვებ-გვერდისა და facebook გვერდის  სიახლეებს და დამატებით ინფორმაციას.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

მსგავსი სიახლეები

ელექტრონული საქმის წარმოების ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა  30.05.2023

ელექტრონული საქმის წარმოების ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა

ელექტრონული საქმის წარმოების ავტომატიზირებული სისტემის (e Document) თჰუში დანერგვასთან დაკავშირებით 2023 წლის 05 ივნისს 15 საათზე მე-20 აუდიტორიაში ჩატარდება ტრენინგი...

ვრცლად