გენოციდის კვირეული თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში
2020 წლის პირველ დეკემბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ-საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებული, გენოციდის ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ბაქარ მაცაბერიძე.
საჯარო ლექცია, „გენოციდი,-The Crime of Crimes“, ძირითადად მოიცავდა საერთაშორისო დანაშაულის ისტორიული განვითარების ეტაპებს, მათ შორის, პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიისა და ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს, რუანდის გენოციდსა და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხს.
ონლაინ შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელთა შორის, დასასრულს გაიმართა დისკუსია და ყველა მონაწილეს დაეგზვანა ორენოვანი სერტიფიკატი.
მსგავსი სიახლეები
თჰუმ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა)იპ სამართლის მეცნიერთა კავშირთან!
2020 წლის 7 თებერვალს სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ა(ა)...
ვრცლადსამუშაო შეხვედრა გერმანიის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და ახალი შეთანანხმება Erasmus+ Kay Action 1 კრედიტ მობილობის ფარგლებში
2024 წლის 20 სექტემბერს, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, &...
ვრცლად
