საინტერესო ონლაინ დისკუსია სამართლის დარგის მეცნიერთათვის 22.02.2021

საინტერესო ონლაინ დისკუსია სამართლის დარგის მეცნიერთათვის

2021 წლის 19 თებერვალს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირისა“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში” (გერმანული მოდელის მაგალითზე).ღონისძიებას ესწრებოდნენ სამართლის დარგის მეცნიერები, მკვლევარები, მოსამართლეები და ნოტარიუსები.


შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ  მანჰაიმის უნივერსიტეტის სამოქალაქო, სავაჭრო და საზოგადოებათა სამართლის კათედრის გამგე, პროფესორი  კარსტენ შეფერი, გერმანიიდან და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი როინ მიგრიაული, საქართველოდან.


მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეობდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც.შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია, როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირისა და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდებზე.

მსგავსი სიახლეები

ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი RADIX-ის თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე 30.04.2019

ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი RADIX-ის თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე

ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი RADIX-ის თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიურ...

ვრცლად
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - თანამედროვე მედიცინა 06.06.2019

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - თანამედროვე მედიცინა

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მედიცინა“

ვრცლად