DAAD-ს ვირტუალური გამოფენა-სწავლა და კვლევა გერმანიაში
მიმდინარე წლის 24 მარტს ჩატარდა DAAD-ს მიერ ორგანიზებული ონლაინ ვირტუალური გამოფენა, სადაც მონაწილეობდნენ გერმანიის წამყვანი საგანმანათლებლო-კვლევითი დაწესებულებები.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან ონლაინ გამოფენაზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, ნონა გელიტაშვილი და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ლია ჭიღლაშვილი.
შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათ მიერ დასმულ სხვადასხვა კითხვაზე. ფაკულტეტის დეკანებმა გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მიზნით დასახეს სამომავლო გეგმები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ინტერნაციონალიზაციის კუთხით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას, ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, ურთიერთთანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო კვლევებში აქტიურ ჩართულობას.
მსგავსი სიახლეები
პორტუგალიელი პროფესორის ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: ციფრული მარკეტინგი პრაქტიკაში
2021 წლის 10 ივნისს, 20:00 თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევებისა და განვ...
ვრცლადბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტსა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2019 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ პოლონეთის, კერძოდ ბიდგოშის ეკონ...
ვრცლად
