
სამართლის მაცნე საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD - ში ინდექსირდება!
"სამართლის მაცნე" საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD - ში ინდექსირდება!
ROAD გახლავთ ღია წვდომის სამეცნიერო რესურსების (სამეცნიერო ჟურნალების, კონფერენციების მასალების, აკადემიური საცავები და სხვა.) გლობალური და ინტერდისციპლინარული სისტემა (კატალოგი), რომელიც შეიქმნა 2013 წელს.
ROAD შექმნილია ISSN - ს სერიული რესურსების იდენტიფიკაციის საერთაშორისო სისტემის ბაზაზე.
ROAD მიზნად ისახავს ინფორმაციასთან და ცოდნასთან საყოველთაო წვდომას, შენახვას, სამეცნიერო რესურსებთან წვდომის გაიოლებას, ამ რესურსების სარედაქციო ხარისხის შეფასებას და სამეცნიერო საზოგადოების მიერ მათ გამოყენებას. იუნიესკომ ROAD - ს შექმისათვის სერიული პუბლიკაციების რეგისტრაციის ცენტრთან (CIEPS) ერთად გააერთიანა ძალისხმევა. CIEPS არის იუნესკოს ეგიდით შექმნილი მეორე კატეგორიის ცენტრი.
ROAD შექმნილია ISSN (სერიული რესურსების იდენტიფიკაციის საერთაშორისო სისტემა) სისტემაზე და აკავშირებს სხვადასხვა წყაროდან შემოსულ მონაცემებს, ისეთები როგორიცაა სამეცნიერო ინდექსები და რჩეული რეესტრები მიძღვნილი სამეცნიერო პუბლიკაციებისათვის.
ROAD მხარს უჭერს ISSN - ს საერთაშორისო ცენტრი და იუნესკო. იგი ხელმისაწვდომია იუნესკოს ღია წვდომის გლობალური პორტალით (GOAP).
ROAD წარმოადგენს ღია წვდომის სამეცნიერო რესურსების ხარისხის და ღია წვდომის მოდელის განვითარების შეფასების და დაკვირვების უნიკალურ ინსტრუმენტს მთელს მსოფლიოში.
ROAD გახლავთ უკვე მეორე საერთაშორისო ბაზა, რომელშიც ჟურნალი "სამართლის მაცნე" ინდექსირდება.
მსგავსი სიახლეები
2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულება!
2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა მის...
ვრცლადმონაწილეობა საერთაშორისო ვებინარში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე შავლაყაძე 2021 წლის 9 ნოემბერს (14:00-15:00სთ) გააკეთებს მოხსენე...
ვრცლად