ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება ონლაინ ვებინარი
ვებინარის მიზანია, სტუდენტებს განუვითაროს CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენის თანამედროვე და გააზრებული მიდგომები და დაეხმაროს გასაუბრების დროს საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენის უნარ-ჩვევების შეძენაში.
შედეგები-კომპეტენციები
- ეფექტური CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენა;
- სამუშაოს მოძებნის ტექნიკების შესწავლა;
- მომზადება გასაუბრებისთვის და გასაუბრების დღე;
- შეცდომები სამუშაოს მოძებნისას და მათი გამოსწორების ხერხები;
- ტიპიური შეცდომები CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენისას და მათი გამოსწორების ხერხები;
- ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები გასაუბრების დროს და მთი გამოსწორების ხერხები;
- ძირითადი კითხვები გასაუბრების დროს დამსაქმებლის და სამუშაოს მაძიებლის მიერ.
დავით პიტიურიშვილი
- 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ფინანსურ სექტორში, მათ შორის 3 წელია იკავებს მენეჯერულ პოზიციებს
- ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული ტრენინგი სხვადასხვა კერძო და საჯარო სექტორში
- 2017 წლიდან არის აფილირებული ასისტენტ - პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში
- 2020 წლიდან მუშაობს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ფრონტ ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე
- მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი ფინანსებში
შექმნილი აქვს ფეისბუქ გვერდი Restart • რესტარტი, რომელიც სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს ეხმარება გაიგონ უფასო ტრენინგების, ვებინარების, სემინარების შესახებ ყოველკვირეული სიახლეები, ასევე გვერდზე იდება საზღვარგარეთ სწავლის, სტიპენდიების და სტაჟირებების შესახებ ინფორმაციები.
ვებინარის თარიღი: 2021 წლის 19 აპრილი, 19:00 სთ
ვებინარის ხანგრძლივობა: 2 სთ.
შეხვედრის ადგილი: Online პლატფორმა ZOOM
მსგავსი სიახლეები
კვლევების მიმართულების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულ იქნა კვლევების მიმართულებით ბიუჯეტში თანხების მატება 50 000 ლარამდე
თჰუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 01 სექტემბრის N09 დადგენილებით ცვლილება შევიდა თჰუ 2020 წლის ბიუჯეტში და კ...
ვრცლად
