იაპონიის მთავრობის 2022 წლის სტიპენდიები (საბაკალავრო პროგრამა და მკვლევარის პროგრამა)
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2022 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში.
მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ წარმოადგინონ სააპლიკაციო დოკუმენტები საქართველოში იაპონიის საელჩოში ა.წ. 25 ივნისამდე (პარ.).
* კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას:
ტელ: +995-32-2752111
ელ-ფოსტა: culture@tb.mofa.go.jp
პროგრამის გაიდლაინების და სააპლიკაციო ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდებიდან:
საბაკალავრო პროგრამა: https://www.studyinjapan.go.jp/en/smap_stopj-applications_undergraduate.html
მკვლევარის პროგრამა: https://www.studyinjapan.go.jp/en/smap_stopj-applications_research.html
მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ პროგრამის გაიდლაინების ყურადღებით გაცნობა. არასაკმარისი დუკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, აპლიკაცია შეიძლება იყოს უარყოფილი.
პირველადი განხილვის შედეგად, შემდეგ ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს საელჩო შეატყობინებს წერითი გამოცდის თარიღს და ადგილს. გამოცდის საგნები მითითებულია პროგრამის გაიდლაინებში. საელჩო გასაუბრებაზე მოიწვევს წერით გამოცდაში წარმატებულ აპლიკანტებს.
[მნიშვნელოვანი გაფრთხილება]
გთხოვთ გაითვალისწინოთ, საქართველოში COVID-19 პანდემიის მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპლიკაციო პროცესი შეიძლება გაუქმდეს.
მსგავსი სიახლეები
პორტუგალიელი პროფესორის ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: ციფრული მარკეტინგი პრაქტიკაში
2021 წლის 10 ივნისს, 20:00 თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევებისა და განვ...
ვრცლადგამოიცა თჰუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ბატონ დავით გეფერიძის თანაავტორობით ახალი სახელმძღვანელო
გამოიცა თჰუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის დავით გეფერიძის თანაავტორობით...
ვრცლადგამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი - სამართლის მაცნე
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს პარტნიორ ორგანიზაციას „სამა...
ვრცლად
