საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა 29.04.2021

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მონაწილე მხარეები მიიღებენ საჭირო ზომებს, რათა ხელი შეუწყონ სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

ამ მიზნით, მხარეები:

  1. გააღრმავებენ თანამშრომლობას;
  2. წაახალისებენ სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებას;
  3. გაცვლიან სამეცნიერო კადრებს.
  4. ხელს შეუწყობენ ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების, ასევე სასწავლო თვალსაჩინოებების გაცვლას ყველა საგანმანათლებლო დონეზე.
  5. მხარები თავიანთ მიერ გამოცხადებულ მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო კვლევით ღონისძიებებში ჩართავენ ერთმანეთს.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს  მკვლევრების, მეცნიერებისა და სხვა სპეციალისტების ვიზიტებს, სასწავლო მივლინებებსა და კონსულტაციებს,  კვლევითი პროგრამებისა და პროექტების ერთობლივ შემუშავებასა და განხორციელებას და, შესაბამისად, მათი შედეგების ურთიერთ გაცვლას,  ერთობლივი კურსების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებას,  სამეცნიერო ხასიათის აუდიო-ვიზუალური მასალების გაცვლას, სამეცნიერო გამოფენებისა და ჩვენებების ორგანიზებას, სამეცნიერო ლიტერატურის ინფორმაციის გაცვლასა სა სხვა აქტივობებს.

მსგავსი სიახლეები

ვიზიტი ტექნოპარკში 22.04.2023

ვიზიტი ტექნოპარკში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მ...

ვრცლად
თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ 18.07.2018

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა თჰუ სამართლის...

ვრცლად