საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და კანონმდებლობა“
(II ეტაპი)
2021 წლის 11 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „საკანონმდებლო ცვლილებათა სამართლებრივი შედეგები საკრედიტო/სასესხო ურთიერთობებში და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრაქტიკული პრობლემები ცვლილებათა ჭრილში.“, რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, თამარ ჩიტოშვილი.
საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
პროფესორი, თამარ ჩიტოშვილი საუბრისას შეეხო არაერთ პრობლემურ საკითხს, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი რეგულაციების თემატიკა.
წარმოდგენილმა საჯარო ლექციამ სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. დასასრულს გაიმართა საჯარო დისკუსია.
მსგავსი სიახლეები
20 დეკემბერს თჰუში ტარდება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო...
ვრცლადსტუდენტური კონფერენცია თემაზე: აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში
სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „...
ვრცლად
