საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 19.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“

(II ეტაპი)

2021 წლის 18 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „ქმედუნარიანობა სამოქალაქო სამართალში და მხარდაჭერის მიმღების სტატუსი  სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით", რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ლელა ნადიბაიძე.

საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

პროფესორმა, ლელა ნადიბაიძემ საინტერესოდ წარმოაჩინა პირთა ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული თავისებურებანი სამოქალაქო სამართალში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მხარდაჭერის მიმღების სტატუსთან მიმართებით  კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე. მან ასევე ისაუბარა კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებში დელიქტური პასუხისმგებლობის ელემენტებზე  და ზიანის ანაზღაურების ზოგად საფუძვლებზე.

აღნიშნულმა თემატიკამ  მსმენელთა ყურადღება და ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს კი გაიმართა საჯარო დისკუსია.

მსგავსი სიახლეები

სამი ახალი პროგრამა დამტკიცებულია! 24.06.2017

სამი ახალი პროგრამა დამტკიცებულია!

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 23...

ვრცლად
საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის 11.04.2021

საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის

გერმანული ფონდი "Remembrance, Responsibility and Future" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს საგრანტო კონ...

ვრცლად