სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2021 წლის 24 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და კავკასიის რეგიონი“
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და რუსული
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, რომელთაც წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების, არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
სტუდენტები კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვნენ საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემის გარშემო.
ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია: ლოჯისტიკის საფუძვლები & ლოჯისტიკური მენეჯმენტი (ლოჯისტიკა - მომავლის პროფესია?)
2021 წლის 9 ივნისს, 19.00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება პროფ. ლიანა ყანჩაველის საჯარო ლექცია...
ვრცლადმობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
2016–2017 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარ...
ვრცლად
