საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 06.08.2021

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2021 წლის 15-23 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.

ნაშრომების წარმოდგენა მოხდა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

დაცვაზე წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი და რუსულენოვანი საბაკალავრო ნაშრომები, რომელთაც საჯარო დაცვამდე  ყველა სავალდებულო პროცედურა გაიარეს.

კომისიის წევრებმა შეაფასეს ნამუშევრების შესრულების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მათ მიერ შესრულებული ნაშრომების კომისიისადმი წარდგენისა და პრეზენტირების უნარები.

დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა და კომისიის წევრებმა - ასოც. პროფესორებმა ირმა მოლაშხიამ და ირინა ბენიამ, ასისტენტ-პროფესორმა თამარ საჯაიამ - კურსდამთავრებულებს მიულოცეს სწავლის დასრულება და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.

მსგავსი სიახლეები

გილოცავთ გიორგობას! 22.11.2022

გილოცავთ გიორგობას!

  23 ნოემბერი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში დასვენების დღეა!

ვრცლად
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თჰუ-ს მიერ წარდგენილი ტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები დაამტკიცა! 26.08.2016

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თჰუ-ს მიერ წარდგენილი ტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები დაამტკიცა!

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 25 აგვისტოს სხდომაზე ერთხმად იქნ...

ვრცლად