საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში 05.11.2021

საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში

2021  წლის 28  ოქტომბერს  DAAD-ის პროექტის, ბოლონიის ცენტრის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფოკუსირებული იყო ფუნდამენტური აკადემიური ღირებულებების მზარდ მოთხოვნებზე უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA) და ბოლონიის ჯგუფის (BFUG) პოტენციურ წვლილზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის ექსპერტები როგორც საგანმანათლებლო, ისე სახელისუფლებო ორგანოებიდან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ინფორმაციის გაცვლას საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და საერთაშორისო მობილობის გაღრმავების კუთხით. დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები სამეცნიერო ფასეულობების როლზე, სამომავლო საქმიანობის პოტენციალზე, კორონავირუსის კრიზისის შედეგებზე და ურთიერთთანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდა  სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს 03.04.2024

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს

საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მე-9 (ივლისის) ნომრისთვის. ჟ...

ვრცლად
თჰუ-სა და აისეკ საქართველოს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს 13:00 საათზე დაიდება პარტნიორული შეთანხმება 10.09.2016

თჰუ-სა და აისეკ საქართველოს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს 13:00 საათზე დაიდება პარტნიორული შეთანხმება

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და აისეკ საქართველოს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს 13:00 საათზ...

ვრცლად