საჯარო ლექცია თემაზე: ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები
12 მარტს, 20:00 საათზე, ქალთა კვირეულის ფარგლებში, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება თჰუ-ს აფილირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის, ლია ჭიღლაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები.”
მოწვეულ ფსიქოლოგებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად გაიმართება დისკუსია შემდეგ აქტუალურ საკითხებზე:
- ქალთა თანასწორობის გამოწვევები პანდემიის პირობებში;
- გენდერული ნიშნით სქესის სელექციის პრევენცია;
- გენდერული თანასწორობის გაძლიერება საჯარო სამსახურში;
საჯარო ლექცია ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში, ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
მსგავსი სიახლეები
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - თანამედროვე მედიცინა
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მედიცინა“
ვრცლადErasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული
წარმატებით დასრულდა Erasmus+ KA107 პროექტის I ეტაპი, რომელიც რუმინეთის, პიტეშტის უ...
ვრცლად
