თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს 01.06.2022

თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს

 

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის მიხედვით:

 

1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ბიოლოგიის მეცნიერებები სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები);

2. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ჯანმრთელობის მეცნიერებები, კლინიკური მედიცინა, სამედიცინო ბიოტექნოლოგია, მედიცინის სხვა დარგები;

3. სოციალური მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ფსიქოლოგია, ეკონომიკა და ბიზნესი, განათლების მეცნიერებები, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები;

4. ჰუმანიტარული მეცნიერებები -  (ქვემიმართულება - ენათმეცნიერება და ლიტერატურა, ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია, სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები;

 

1. პროექტის წარმოდგენის ვადაა 2022 წლის 01 ივნისიდან 2022 წლის 15 ივნისის  ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი  № 17, ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა ან უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით: thu-posta@thu.edu.ge

 

2. პროექტების წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტებია:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ბ) საპროექტო წინადადება;

გ) პროექტის ბიუჯეტი და გეგმა-გრაფიკი;

დ) პროექტის განმახორციელებელი პერსონალის CV, გამოქვეყნებული შრომების მითითებით.

 

მსგავსი სიახლეები

ოთხშაბთს, 9 ოქტომებრს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე; "არა პლაგიატს" 01.10.2024

ოთხშაბთს, 9 ოქტომებრს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე; "არა პლაგიატს"

სტუდენტთა საყურადღებოდ! ოთხშაბთს, 9 ოქტომებრს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე; ,,არა პლაგიატს" საჯარო ლექციას წარუძღ...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 10.05.2021

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...

ვრცლად
III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 28 მაისი, 2022 02.03.2022

III ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 28 მაისი, 2022

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 28 მაისი, 2022

ვრცლად