„ინოვაციები, რომლებიც ავლენენ ცვლილებებს ტურისტების ქცევაში“
2022 წლის 2 ივნისს, 20:00 თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: „ინოვაციები, რომლებიც ავლენენ ცვლილებებს ტურისტების ქცევაში“. ლექცია ჩაატარა ლატვიის უნივერსიტეტის ბიზნესის, მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორმა კრისტინე ბერზინამ. ლექცია ჩატარდა ინგლისურ ენაზე.
ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, ასევე მოწვეული სტუმრები. ქალბატონმა კრისტინემ უპასუხა მსმენელების შეკითხვებს. ონლაინ ლექციამ მსმენელების დიდი ინტერესი გამოიწვია და მოწონება დაიმსახურა.
მსგავსი სიახლეები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნივერსიტეტში!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნივერსიტეტში! თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ყველა მიმართულების სტუდენტს ვულოც...
ვრცლად
