ნაბიჯი წინ კარიერული წინსვლისკენ!
2022 წლის 19 ივნისს AIESEC in Georgia-ს ორგანიზებით სასტუმრო “Holiday Inn Tbilisi “-ში ჩატარდა მასშტაბური დასაქმების ფორუმი. ფორუმზე მონაწილეობა მიიღეს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
AIESEC (აისეკი), მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაციაა და წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს 120 ქვეყანაში.
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყო 40-მდე კომპანია და HR წამომადგენელი.
ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაეცნენ წამყვანი კომპანიების საქმიანობას, ადგილზე გაიარეს გასაუბრება და მიიღეს საინტერესო შეთავაზებები დასაქმებისა და კარიერული განვითარების კუთხით.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია - „რეგულაციები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“
2020 წლის პირველ ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი...
ვრცლადტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ
2019 წლის 2 ოქტომბერს 13:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორი იამზე თ...
ვრცლად
