პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კვირეულში 11.07.2022

პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კვირეულში

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა 2022 წლის  20 ივნისიდან 24 ივნისამდე მონაწილეობა მიიღო  ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (გერმანია) და DAAD-ს ერთობლივ სამეცნიერო კვირეულში თემაზე: „საერთაშორისო სამეცნიერო ქსელების ფორმირება “ (DAAD Alumni-Woche „WHZ - International“ - Bildung internationaler Netzwerke).

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, პროფ. ნონა გელიტაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა პროფესიული და მეთოდური უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სემინარებს ბიზნესის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში. კვალიფიკაციის ამაღლების კონცეფციის გარდა, გათვალისწინებული იყო კონტაქტების დამყარება სხვადასხვა უნივერსიტეტებთან საერთაშორისო პროექტების განხორციელების მიზნით, აგრეთვე ადგილობრივ საწარმოებში ვიზიტი.

მსგავსი სიახლეები

თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური 10.06.2019

თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური

2019 წლის 27 მაისს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით საქართველოს თბი...

ვრცლად
მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი 18.06.2018

მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგ...

ვრცლად