საერთაშორისო სემინარი თემაზე - "ხარისხის შიდა უზრუნველყოფა: პერსპექტივები და გამოწვევები 05.11.2022

საერთაშორისო სემინარი თემაზე - "ხარისხის შიდა უზრუნველყოფა: პერსპექტივები და გამოწვევები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა  საერთაშორისო სემინარი თემაზე - "ხარისხის შიდა უზრუნველყოფა: პერსპექტივები და გამოწვევები". ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ირლანდიის უნივერსიტეტების, ასევე, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

 

სემინარის სამუშაო ფორმატში მოხსენებები წაიკითხეს: ირლანდიის ოთხი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა (University of Limerick, Dublin City University, Mary Immaculate College, South East Technological University), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა და სადოქტორო განათლების საბჭოს (EUA-CDE) წარმომადგენლებმა, უკრაინის უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების, ასევე, ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.

 

საერთაშორისო სემინარს ესწრებოდა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირინა არჯევანიძე.


სემინარი უნივერსიტეტში სამი დღე გაგრძელდა

 

მსგავსი სიახლეები

იდეების კონკურსი - Green Innovation Challenge 29.03.2021

იდეების კონკურსი - Green Innovation Challenge

COVID_19 - ით გამოწვეულმა კრიზისიმა მსოფლიო უამრავი ახალი სირთულის წინაშე დააყენა. შედეგად, ე.წ. „ეკ...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 17.05.2021

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...

ვრცლად