განაიარაღე მოძალადე 23.11.2022

განაიარაღე მოძალადე

 ძალადობის პრევენციის მიზნით იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივესტიტეტთან თანამშრომლობით 2022 წლის 24 და 25 ნოემბერს გიწვევთ ორ დღიან სასერტიფიკატო ტრენინგზე.

 "განაიარაღე მოძალადე" 

 ხელმძღვანელი: გიორგი ქევხიშვილი.

საადვოკატო ბიურო Legal Georgia-ს იურისტი, სამართლის მაგისტრანტი, იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი, CAL-სა და LPG-ს ოფიციალური ტრენერი, Krav Maga - მსოფლიო ფედერაციის Level B4-ის მფლობელი.

24 ნოემბერს, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • ▪️ ადევნება;
  • ▪️ დევნა;
  • ▪️ დანაშაულის პროვოკაცია;
  • ▪️ ადევნების, როგორც საკაცობრიო დანაშაულის ისტორიული განვითარება დასაბამიდან დღემდე;
  • ▪️ ადევნება, როგორც დანაშაული და როგორც ფსიქოლოგიური გადახრა;
  • ▪️ ფსიქო-სოციალური და კრიმინოლოგიური ფაქტორები;
  • ▪️ დანაშაულის ლატენტურობა;
  • ▪️ პრევენცია და თავდაცვის საშუალებები:
  • ▪️ თანმდევი და მოსალოდნელი დანაშაულები;
  • ▪️ და სხვა.

მომდევნო დღეს კი ჩატარდება თავდაცვის მასტერკლასი Krav Maga -ში.

მასტერკლასს ჩაატარებს Krav Maga-ს მსოფლიო ფედერაციის Level B4 -ის მფლობელი გიორგი ქევხიშვილი.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მხოლოდ რეგისტრაცია

https://forms.gle/yEFi4hobKYB2aUek7

იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს. ნაკლების ნახვა

მსგავსი სიახლეები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 04.06.2016

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კო...

ვრცლად
DAAD - კვლევითი სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის 10.06.2021

DAAD - კვლევითი სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD აცხადებს განაცხადების მიღებას მოკლევადიან (1-6 თვე) კვლევით სტიპენდიაზე ახალგაზრდა მეცნიერთათვ...

ვრცლად