
საჯარო ლექცია
2022 წლის 24-25 დეკემბერს სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტისა (IISR) და საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის (GYRA) მიერ, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის (THU) მხარდაჭერით საერთაშორისო სამართლის სკოლა გაიმართა.
საერთაშორისო სამართლის სკოლაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შვიდი უნივერსიტეტის იურიდიული, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებმა, საჯარო მოხელეებმა, ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ექვსი მოდულისგან შემდგარი სპეციალური კურსი პრაქტიკაზე დამყარებული სწავლებით წარიმართა და მოიცვა ისეთი თემები, როგორებიცაა საერთაშორისო სამართლის ზოგადი მიმოხილვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და საერთაშორისო სამართალწარმოება, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი, თვითგამორკვევა საერთაშორისო სამართალში: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუაციის ანალიზი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საერთაშორისო სამართლებრივი პერსპექტივები და 2014 წლის ყირიმის ანექსია და რუსეთ-უკრაინის 2022 წლის შეიარაღებული კონფლიქტი.
საერთაშორისო სამართლის სკოლის ფარგლებში ტრენინგებს უძღვებოდნენ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტისა და საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩაჩხიანი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მრჩეველი და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის მოწვეული ტრენერი, გვანცა დოლბაია.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ
2019 წლის 26 ივნისს 12:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორი იამზე თაბ...
ვრცლად2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულება!
2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა მის...
ვრცლად