ვიზიტი ტექნოპარკში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები 2023 წლის 13 აპრილს ესტუმრნენ თბილისის ტექნოპარკს. სტუდენტებს გააცნეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მისია. მათ დაათვალიერეს ფაბლაბის სივრცეში განლაგებული სამუშაო ოთახები: ელექტრონულ პლატებზე (PCB) კომპონენტების მონტაჟის დანადგარები, WEGSTR ელექტრონული პლატების (PCB) ჭრისა და გრავირების CNC დანადგარი, CNC რუტერი - პროგრამირებადი ჩარხი InfoTEC 2015, 3D სკანერი - Artec Spider 3D, 3D პრინტერი - Uprint SE Plus, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი - Formech 300XQ, ექსპოზიციები, რომლებიც მათივე თანატოლების მიერ შეიქმნა. ფაბლაბი საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გამოიყენონ მათ საკუთრებაში არსებული დანადგარები კრეატიული იდეებისა და ინოვაციების განსახორციელებლად.
მსგავსი სიახლეები
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
12 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ-სასწავლო უნივერსიტე...
ვრცლადახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი
გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის ახალგ...
ვრცლად
