თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს 09.02.2023

თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს შიდა        საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის მიხედვით:

 

1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ბიოლოგიის მეცნიერებები სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები);

2. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ჯანმრთელობის მეცნიერებები, კლინიკური მედიცინა, სამედიცინო ბიოტექნოლოგია, მედიცინის სხვა დარგები;

3. სოციალური მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ფსიქოლოგია, ეკონომიკა და ბიზნესი, განათლების მეცნიერებები, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები;

4. ჰუმანიტარული მეცნიერებები -  (ქვემიმართულება - ენათმეცნიერება და ლიტერატურა, ფილოსოფია, ეთიკა და რელიგიასხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები;

 

1. პროექტის წარმოდგენის ვადაა 2023 წლის 15 თებერვლიდან 2023 წლის 12 მარტის  ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი  № 14, ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა ან უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით: thu-posta@thu.edu.ge

 

2. პროექტების წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტებია:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ბ) საპროექტო წინადადება;

გ) პროექტის ბიუჯეტი და გეგმა-გრაფიკი;

დ) პროექტის განმახორციელებელი პერსონალის CV, გამოქვეყნებული შრომების მითითებით.

მსგავსი სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა შიდა გრანტებთან დაკავშირებით 29.09.2020

საინფორმაციო შეხვედრა შიდა გრანტებთან დაკავშირებით

ორშაბათს, 28 სექტემბერს ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის...

ვრცლად
გამარჯვებული საგრანტო პროექტი 05.02.2024

გამარჯვებული საგრანტო პროექტი

გამარჯვებული საგრანტო პროექტი თემაზე: "ფრონტალური კბილების პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრაციების თანამედროვე მიდგომები და თავისებურებები“. თბილისის ჰუმან...

ვრცლად