საერთაშორისო ვებინარი საინვესტიციო სამართლის თემატიკაზე 05.06.2023

საერთაშორისო ვებინარი საინვესტიციო სამართლის თემატიკაზე

 

თბილისის ჰუმაიტარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით, პარტნიორი ორგანიზაციების საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის  ორგანიზებით   საინტერესო ვებინარი ჩატარდა თემაზე ,-"საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი".

ვებინარს უძღვებოდა გეტინგენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი,  დოქტორანტი, ლეიდენის უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო სამართლის მაგისტრი და საინვესტიციო სამართლისა და არბიტრაჟის ევროპის ფედერაციის ბლოგის მთავარი რედაქტორი, აგატა დასზკოსი - “Between Black & White: Understanding International Investment Law and Arbitration".

ვებინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფ. ლია ჭიღლაშვილმა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტისა და საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაჩხიანმა.

ვებინარში მონაწილეობდნენ სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები კაიროს, ნიუ ვიჟენის, ლიბანის, იბადანის, ქუაიდი აზამის, მალაიზიას, ფილიპინების, უტელის უნივესიტეტებიდან და კოლეჯებიდან, ვებინარს ასევე დაესწრნენ დაინტერესებული პირები საბერძნეთიდან, ეგვიპტიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პაკისტანიდან და მადაგასკარიდან.

ვებინარს მოდერირებას უწევდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი, გვანცა დოლბაია.

ინიციატივა “ვებინარების სერია საერთაშორისო სამართალზე” მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დარგის საერთაშორისო ექსპერტებისა და წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდება და მსოფლიოს მასშტაბით ასობით სტუდენტს გააერთიანებს.

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ 30.09.2019

ტრენინგი: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ

2019 წლის 9 ოქტომბერს 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კონსულტანტი მ...

ვრცლად
პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - ირმა ბარბაქაძე 10.06.2019

პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - ირმა ბარბაქაძე

2019 წლის 24 მაისს 14:00 საათზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით &b...

ვრცლად