მიიღე მონაწილეობა, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-საკომუნიკაციო სესიაზე, პარტნიორ უნივერსიტეტში! 26.03.2024

მიიღე მონაწილეობა, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-საკომუნიკაციო სესიაზე, პარტნიორ უნივერსიტეტში!

2024 წლის 26 აპრილს პიტესტის  უნივერსიტეტის, ეკონომიკის მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება მორიგი, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-საკომუნიკაციო სესია.

სესიის სამეცნიერო კომისიის წევრად, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან  წარდგენილია სამართლის დოქტორი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი, ხოლო სესიის საორგანიზაციო საქმიანობაში ჩაერთვება თჰუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ქეთი ცერცვაძე.  

სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება სხვადასხვა დარგის მიმართულებით. სესიაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცემა პიტესტის უნივერსიტეტის საერთაშორისო ინდექსირებულ ჟურნალში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში

მსგავსი სიახლეები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 03.09.2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში. პრო...

ვრცლად
კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი თჰუ-ში! 16.12.2016

კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი თჰუ-ში!

2016 წლის 8-11 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწ...

ვრცლად