ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება
2024 წლის, 6 ივნისს სსიპ თბილისის 98 საჯარო სკოლასა და შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. საგანმანათლებლო პროცესში მაქსიმალური ინტეგრირების, საჯარო, კერძო და უმაღლეს სკოლებს შორის ინფორმაციის, მოწინავე გამოცდილების ოპერატიულად ურთიერთგაცვლის აუცილებლობის გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებმა დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობის მზაობა საგანმანათლებლო აქტივობებისა და პრაქტიკული კომპონენტის ხელშეწყობისათვის.
მხარეებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლანა ყურაშვილი, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ირინე არჯევანიძე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირები.
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული
წარმატებით დასრულდა Erasmus+ KA107 პროექტის I ეტაპი, რომელიც რუმინეთის, პიტეშტის უ...
ვრცლადჰორიზონტი ევროპა - საინფორმაციო დღე
ევროკომისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 28 მაისს 13:00-17:00 სთ-ზე გამართავს ევროკავშირის ჩარჩ...
ვრცლად
