შეხვედრა სტუდენტებთან! 08.10.2024

შეხვედრა სტუდენტებთან!

2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან, თემაზე: ,,სტუდენტთა კარიერული გზა“.

სტუდენტებს სამოქმედო გეგმისა და სამუშაო აღწერილობის შესახებ ესაუბრნენ თჰუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი და  სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნათია ჩიხიაშვილი.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ინფორმირებას ზემოაღნიშნული სამსახურის საქმიანობის შესახებ,  რაც უპირველესად გულისხმობს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მოტივაციის ამაღლებას კარიერული ხედვის ფორმირებაში, მათთვის შესაბამის ხელშეწყობას ოპტიმალური ვარიანტების შერჩევასა და დასაქმებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები, მათ შორის სტუდენტთა თვითმმართველობის წევრებიც.

დასასრულს, კითხვა-პასუხის ფორმატში, შეხვედრის მონაწილეთა შორის გაიმართა საინტერესო დიალოგი და დაისახა გზები სამოქმედო გეგმის წარმატებით მისაღწევად.

მსგავსი სიახლეები

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი! 11.04.2017

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი!

2017 წლის 04 აპრილს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ქ. ბათუმის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,...

ვრცლად
ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო კონკურსი 24.03.2021

ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო კონკურსი

გაცნობებთ, რომ ევროპული კვლევების საბჭო (ERC) აცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს (Consolidator Grants), რომე...

ვრცლად