შეხვედრა სტუდენტებთან!
2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან, თემაზე: ,,სტუდენტთა კარიერული გზა“.
სტუდენტებს სამოქმედო გეგმისა და სამუშაო აღწერილობის შესახებ ესაუბრნენ თჰუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნათია ჩიხიაშვილი.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ინფორმირებას ზემოაღნიშნული სამსახურის საქმიანობის შესახებ, რაც უპირველესად გულისხმობს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მოტივაციის ამაღლებას კარიერული ხედვის ფორმირებაში, მათთვის შესაბამის ხელშეწყობას ოპტიმალური ვარიანტების შერჩევასა და დასაქმებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები, მათ შორის სტუდენტთა თვითმმართველობის წევრებიც.
დასასრულს, კითხვა-პასუხის ფორმატში, შეხვედრის მონაწილეთა შორის გაიმართა საინტერესო დიალოგი და დაისახა გზები სამოქმედო გეგმის წარმატებით მისაღწევად.
მსგავსი სიახლეები
სტუდენტური კონფერენცია თემაზე: აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში
სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „...
ვრცლადიუნესკო-იაპონიის პრიზი განათლება მდგრადი განვითარებისთვის
გამოცხადდა იუნესკო - იაპონიის 2021 წლის საპრიზო კონკურსი: განათლება მდგრადი განვითარებისთვის (ESD), რომელი...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცა სერტიფიკატი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს კარიერული განვითარების ცენტრისგან გადაეცა სერტიფიკატი “კა...
ვრცლად
