XIV ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი.
2025 წლის 11 მაისს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX-ის ორგანიზებით, სასტუმრო ჰოლიდეი ინნში, ჩატარდა XIV ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ათზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტმა და სარეზიდენტო პროგრამის ათეულობით წარმომადგენელმა, რომლებიც წარდგნენ კვლევებითა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შექმნილი თემებით.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის აფილირებულმა ასისტენტმა, მარიამ სიჭინავამ. ასევე, ფორუმში მონაწილეობდნენ ამავე ფაკულტეტის სტუდენტები: ნინი გოქაძე, თეკლე თორია, სერგო მარტიაშვილი, ანნა როსტიაშვილი, თამუნა ლომიძე.
საქართველოს პაროდონტოლოგთა და იმპლანტოლოგთა ასოციაციის ფავორიტი გახდა თეკლა თორია, რომელსაც გადაეცა წამახალისებელი პრიზი.
ფორუმში მონაწილეობა დაფინანსდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ. დასასრულს, ფორუმის მონაწილეებს გადაეცათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატები.
მსგავსი სიახლეები
პროექტი - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), წარმოგიდგენთ პროექტს: „დავ...
ვრცლად2020 წლის 3 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში
2020 წლის 3 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zo...
ვრცლადაკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნა შემდეგი პირი:
ა) სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის მიმართულებით: ირინე არჯევანიძე - წამყვანი პროფესორი. ბ) ჯანდაცვი...
ვრცლად
