სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინური, სამეცნიერო კონფერენცია
არ გამოტოვო, მიიღე მონაწილეობა!
2025 წლის 27 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია.
სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები (ბიზნესი, სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
- ტურიზმი;
- სტომატოლოგია და ფარმაცია;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
სამუშაო ენა ქართული და ინგლისური, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომი გამოიცემა ბეჭდური სახით.
თეზისის გაფორმების მოთხოვნები:
- თეზისი იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
- გვერდის ფორმატი - А4;
- თეზისების მოცულობა – 350 სიტყვა;
- 5 საკვანძო სიტყვა;
- გვერდის ველი ყველა მხრიდან - 2 სმ;
- ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen (ზომა 11), ინგლისური -Times New Roman (ზომა 12);
- ინტერვალი - 1 (Single);
- აბზაცი - 0.5 სმ;
- სათაური (Bold, ზომა - 14), ერთი ინტერვალის გამოტოვებით ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლის / დაწესებულების დასახელება / სწავლის საფეხური / სამეცნიერო ხარისხი, წოდება (Bold, ზომა 10,);
გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2025 წლის 10 ნოემბრამდე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lika.chig@yahoo.com
საკონტაქტო პირი
ლია ჭიღლაშვილი - მობ. 5 77 77 80 24
კონფერენციის რეგისტრაციისთვის ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს
https://forms.gle/d4knBveUTLBQJiyd6
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი
საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტის კონკურსს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებ...
ვრცლადპროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - ირმა ბარბაქაძე
2019 წლის 24 მაისს 14:00 საათზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით &b...
ვრცლადსაჯარო ლექცია - ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები
2019 წლის 22 იანვარს 12 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერისტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის...
ვრცლად
