თჰუ-ს VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი 2025 წლის 5-6 დეკემბერს გიწვევთ რიგით VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ინტერდისციპლინურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები (სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
- ბიზნესი და ტურიზმი;
- სტომატოლოგია და ფარმაცია;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
სამუშაო ენა ქართული და ინგლისური
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომები გამოიცემა ბეჭდური სახით.
გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2025 წლის 1 ნოემბრამდე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: conference.thu@gmail.com
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა ყველა დაინტერესებული პირისთვის
საკონტაქტო პირი: მაია მელაძე - მობ. 593 93 07 54
თეზისების გაფორმების მოთხოვნები
- თეზისები იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
- გვერდის ფორმატი - А4;
- თეზისების მოცულობა – 350-500 სიტყვა;
- 5 საკვანძო სიტყვა;
- გვერდის ველი ყველა მხრიდან - 2 სმ;
- ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen (ზომა 11), ინგლისური -Times New Roman (ზომა 12);
- ინტერვალი - 1 (Single);
- აბზაცი - 0.5 სმ;
- სათაური (Bold, ზომა - 14), ერთი ინტერვალის გამოტოვებით ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლის / დაწესებულების დასახელება / სამეცნიერო ხარისხი, წოდება (Bold, ზომა 10,);
კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს:
https://forms.gle/tbHk66QVseR5xHFM7
თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრ
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“
2024 წლის 12 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება სამართლის დოქტორის, პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია თემაზ...
ვრცლადთჰუ დაეხმარა მძიმე სოციალური მდგომარეობის ოჯახს
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წ...
ვრცლადსტომატოლოგიის სარეზიდენტო და სალიცენზიო გამოცდების მოსამზადებელი ცენტრი
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სტომატოლოგიის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო (სარეზიდენტო) და სახელმწიფო სასერტი...
ვრცლად
