ისწავლე და დასაქმდი შენთვის სასურველ გარემოში!
კომპანია „სუფთა სახლი“, დასაქმების პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, მათთვის ხელსაყრელი გრაფიკით. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უწყვეტ რეჟიმში შეძლონ ლექცია - სემინარებზე დასწრება და იმავდროულად დასაქმდნენ „სუფთა სახლში“ , მათზე მორგებული 4 ან 6 საათიანი გრაფიკით.
სურვილის შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლები ეწვევიან თჰუ-ს სასწავლო სივრცეს და ჩაატარებენ დასაქმების ფორუმს, სადაც განთავსებული იქნება დასაქმების ბანერები და სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან დასაქმების პროექტს.
დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, მარტივად QR კოდის საშუალებით გააგზავნონ პირადი მონაცემები კომპანია „სუფთა სახლის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
პროფ. დოქტ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში
2022 წლის 31 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, დუბროვნიკში (ხორვატ...
ვრცლადკვლევების მიმართულების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულ იქნა კვლევების მიმართულებით ბიუჯეტში თანხების მატება 50 000 ლარამდე
თჰუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 01 სექტემბრის N09 დადგენილებით ცვლილება შევიდა თჰუ 2020 წლის ბიუჯეტში და კ...
ვრცლად
