თბილისის ჰუმანიტარული უივერსიტეტი „სტუდფესტი 2025“ -ის გამარჯვებულთა შორის დასახელდა!
წარმატებით დასრულდა ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2025“. დახურვის ცერემონიაზე გაიმართა მოხალისეობისა და კულტურის კომპონენტში მონაწილე გამარჯვებული უნივერსიტეტების გამოვლენა და დაჯილდოება.
გამარჯვებულებს, მიღწეული წარმატება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიულოცა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და მათი წახალისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აღნიშნულ პროექტს, ხუთი წელია განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციაცია ერთობლივად ახორციელებს.
მიმდინარე წელს ფესტივალში 15 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა, სადაც 400-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულთა შორის დასახელდა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტიც.
ვულოცავთ, ჩვენს სტუდენტებს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური!
მსგავსი სიახლეები
თვითშემეცნების როლი სოციალური ცნობიერებისა და ეფექტური ინტერპერსონალური ურთიერთობისთვის
22 აპრილს, 14:00 საათზე, ბიბლიოთეკის ინიციატივით, ტარდება საგ...
ვრცლადპროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“
2019 წლის 24 მაისს 14:00 საათზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური აგრძელებს სტუდე...
ვრცლად
