თჰუ-ს აფილირებული პროფესორების - ნონა გელიტაშვილის და გიორგი ხარშილაძის მონაწილეობა საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციაში 12.11.2025

თჰუ-ს აფილირებული პროფესორების - ნონა გელიტაშვილის და გიორგი ხარშილაძის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში

2025 წლის 14-15 ნოემბერს, ბიტოლას „წმინდა კლიმენტ ოჰრიდსკის“ უნივერსიტეტმა (ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა) უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „„მულტიდისციპლინური მიდგომა მდგრადი განვითარების მიზნებისადმი“. კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა. თჰუ-ს აფილირებული პროფესორი - ნონა გელიტაშვილი და აფილირებული ასოცირებული პროფესორი - გიორგი ხარშილაძე ერთ-ერთ ონლაინ პანელზე წარდგნენ მოხსენებით. მათი მოხსენების თემა იყო: „ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ინიციატივა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია: სტრატეგია, ინვესტიციები და განვითარება“.

 

აღნიშნულმა კონფერენციამ შეკრიბა სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები გლობალური გამოწვევების განსახილველად,  რაც გაეროს 2030 წლის დღის წესრიგით განსაზღვრული მდგრადი განვითარების მიზნებში (SDGs) არის გათვალისწინებული. მონაწილეთა მოხსენებები შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს,  როგორებიცაა: სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, ჯანდაცვისა და კეთილდღეობის ამაღლების ხელშეწყობა, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ა.შ. ღონისძიების მსვლელობისას ასევე გამოკვეთა ისეთი პრიორიტეტების მნიშვნელობა, როგორიცაა ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია, ღირსეული შრომა და ეკონომიკური ზრდა, ინოვაციები და მდგრადი ინფრასტრუქტურა.

 

კონფერენციის ლინკი: https://ojs.uklo.edu.mk/index.php/aisc/index

 

ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (AISC 2025) საბოლოო პროგრამა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: AISC 2025-ის საბოლოო პროგრამა:

https://drive.google.com/file/d/1UXbOiKN8MH05exyueynffthnJ_s8H0vV/view

 

კონფერენციის ნაშრომები გამოქვეყნდება  ბიტოლას „წმინდა კლიმენტ ოჰრიდსკის“ უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო ბაზაშია ინდექსირებული.

მსგავსი სიახლეები

საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან. 18.02.2025

საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან.

2024 წლის 20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ერო...

ვრცლად
თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. 14.04.2026

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, ტრადიციული ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?&ld...

ვრცლად
საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 19.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“ (II...

ვრცლად