სტუდენტთა III საერთაშორისო კონფერენცია!
2025 წლის 2 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ჩატარდა ყოველწლიური სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების (გერმანია, რუმინეთი, პოლონეთი) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 48 სტუდენტმა.
კონფერენციის მიზანს სტუდენტთა კვლევითი და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება წარმოადგენდა. კონფერენცია მოიცავდა სხვადასხვა პროფილს - მედიცინა, სამართალი, ბიზნეს-ეკონომიკა და ფსიქოლოგია. კონფერენცია წარიმართა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე სტუდენტები წარსდგნენ საინტერესო მოხსენებებით. ქართველ და უცხოელ სტუდენტთა შორის გაიმართა დისკუსია, სადაც გაჟღერდა არაერთი მოსაზრება და წინადადება, მეცნიერების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის.
დასასრულს, კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს სტუდენტთა აქტიური ჩართულობა საერთაშორისო კონფერენციაში და უსურვეს მათ შემდგომი წარმატება და წინსვლა.
მადლობა, კონფერენციაში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის,- ადმინისტრაციას, ორგანიზატორებს, სექციის მოდერატორებს, სტუდენტებსა და მათ ხელმძღვანელებს, კონფერენციის კომისიის წევრებსა და მსმენელებს.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
სტუდეტთა მხარდაჭერისადა კარიერული განვითარების სამსახური
საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური
კვლევებისა და განვითარების ცენტრი
მსგავსი სიახლეები
პროექტი უწყვეტი განათლება
საჯარო ლექცია „ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები„
ვრცლად
