საქართველოს სტუდენტური ასოციაციის წარმატებული პროექტი! 21.01.2026

საქართველოს სტუდენტური ასოციაციის წარმატებული პროექტი!

2026 წლის 20 იანვარს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის   პროექტის „არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის“  შემაჯამებელი, საზეიმო დახურვის ცერემონია.

 

პროექტის მიზანს  ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ორგანიზაციული უნარების განვითარება წარმოადგენდა. აღნიშნულ თემატიკაზე საგანმანათლებლო ტრენინგები ჩატარდა,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და უნივერსიტეტში, სადაც 300-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. ტრენინგების მსვლელობისას სტუდენტებმა შეიძინეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ/ჩვევები, რაც საზოგადოებრივ პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

 

ღონისძიების დასასრულს პროექტის ორგანიზატორებმა მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტიდან კი სერტიფიკატი გადაეცა თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტს თათია მაზანიშვილს.

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერულის განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

ფონდი EVZ-ის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კონკურსი 24.03.2021

ფონდი EVZ-ის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კონკურსი

გაცნობებთ, რომ გერმანული ფონდი EVZ (Erinnerung, Verantwortung, Zukunft) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინი...

ვრცლად
ტრენინგი: ფსიქოლოგიის როლი კარიერულ განვითარებაში 14.06.2019

ტრენინგი: ფსიქოლოგიის როლი კარიერულ განვითარებაში

2019 წლის 14 ივნისს 2 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერ...

ვრცლად
ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო კონკურსი 24.03.2021

ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო კონკურსი

გაცნობებთ, რომ ევროპული კვლევების საბჭო (ERC) აცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს (Consolidator Grants), რომე...

ვრცლად