მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 02.02.2026

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ვაკანტური ადგილები:

ა) სამართლის  საბაკალავრო პროგრამა – 30 ადგილი;

ბ) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა  – 20 ადგილი;

გ) ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი;

დ) სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა (სწავლების ენა: ქართული) – 10 ადგილი;

ე) სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა (სწავლების ენა: რუსული) – 10 ადგილი;

ვ) სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა (სწავლების ენა: ინგლისური) - 15 ადგილი;

 თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა) რეგისტრაცია განხორციელდეს 2026 წლის 28 იანვრიდან 11 თებერვლის 18:00 საათამდე, ვებ–გვერდზე ელექტრონულად (students.emis.ge);

მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 16 თებერვალი;

2026 წლის 16 თებერვლის  13.00 საათიდან  18 თებერვლის 17.00 საათამდე განხორციელდეს მობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა და კრედიტების აღიარება :

ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

ბ) ატესტატის ასლი;

გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);

დ) აკადემიური ცნობა;

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;

ზ) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 3 ცალი;

ი) ცნობა სახელმწიფო გრანტის  მინიჭების შესახებ, რომელიც გაიცემა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ;

კ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი; (უცხოელებისათვის);

ლ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება (უცხოელებისათვის).

 

მსგავსი სიახლეები

2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 10 სექტემბერს 03.08.2018

2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 10 სექტემბერს

2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 10 სექტემბერს.

ვრცლად
2021 წლის 5 ივნისს გაიმართება ონლაინ ლექცია თემაზე: კოვიდ ეკონომიკა 19.05.2021

2021 წლის 5 ივნისს გაიმართება ონლაინ ლექცია თემაზე: კოვიდ ეკონომიკა

თბილისის ჰუმანიტარულ  სასწავლო უნივერსიტეტში 2021 წლის 5 ივნისს 11:00 სთ-ზე გაიმართება თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დი...

ვრცლად