მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 02.02.2026

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ვაკანტური ადგილები:

) სამართლის  საბაკალავრო პროგრამა30 ადგილი;

) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა  – 20 ადგილი;

გ) ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი;

) სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა (სწავლების ენა: ქართული) – 10 ადგილი;

) სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა (სწავლების ენა: რუსული) – 10 ადგილი;

) სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა (სწავლების ენა: ინგლისური) - 15 ადგილი;

 თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა) რეგისტრაცია განხორციელდეს 2026 წლის 28 იანვრიდან 11 თებერვლის 18:00 საათამდე, ვებგვერდზე ელექტრონულად (students.emis.ge);

მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 16 თებერვალი;

2026 წლის 16 თებერვლის  13.00 საათიდან  18 თებერვლის 17.00 საათამდე განხორციელდეს მობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა და კრედიტების აღიარება :

) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

) ატესტატის ასლი;

) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);

) აკადემიური ცნობა;

) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;

) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 3 ცალი;

) ცნობა სახელმწიფო გრანტის  მინიჭების შესახებ, რომელიც გაიცემა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ;

) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი; (უცხოელებისათვის);

) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება (უცხოელებისათვის).

 

მსგავსი სიახლეები

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი 30.03.2021

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის ახალგ...

ვრცლად
ახალგაზრდული კონკურსი - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის!“ 28.02.2018

ახალგაზრდული კონკურსი - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის!“

საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაერ...

ვრცლად