სასტიპენდიო პროგრამა ლატვიის უნივერსიტეტებში!
ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სააგენტო (Education Development Agency of Latvia) 2026/2027 აკადემიური წლისთვის გვიზიარებს ინფორმაციას ლატვიის სახელმწიფო სასწავლო სტიპენდიების შესახებ.
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლატვიის უნივერსიტეტებში 2026/2027 აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას;
ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის დაფინანსებას.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა და ხანგრძლივობა:
ბაკალავრებისთვის - 500 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
მაგისტრებისთვის 600 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
დოქტორანტებისთვის 700 ევრო, ხანგრძლივობა - 11 თვე.
სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვებგვერდებზე
https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships და https://studyinlatvia.lv/scholarships
განაცხადები მიიღება 2026 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით
პლატფოტრმაზე https://scholarships.viaa.gov.lv/en/login
ლატვიის უნივერსიტეტებში სწავლის, ხელმისაწვდომი სასწავლო პროგრამებისა და სხვა პრაქტიკული ინფორმაციის შესახებ დეტალები იხილეთ დანართის სახით და ვებგვერდზე www.studyinlatvia.lv
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების
სამასახური გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნივერსიტეტში!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნივერსიტეტში! თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ყველა მიმართულების სტუდენტს ვულოც...
ვრცლად
