VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია! 25.12.2025

VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია!

2025 წლის 5-6 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა რიგით VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია.    

კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო 54-მა მონაწილემ, მათ შორის იყვნენ მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებებიდან.  

კონფერენცია მოიცავდა ოთხ სექციას: მედიცინა, სამართალი, ბიზნეს-ეკონომიკა და ჰუმანიტარული მეცნიერებები. სექციებს უძღვებოდნენ მოდერატორები - უნივერსიტეტის პროფესორები.

მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მოხსენებები გამოირჩეოდა აკადემიზმითა და სამეცნიერო სიახლეებით. კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართა კითხვა-პასუხის სესია და დისკუსია, სადაც მოსმენილი იქნა საინტერესო მოსაზრებები მეცნიერების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის.

V საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების თეზისები გამოიცემა ელექტრონული სახით. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცათ ინგლისურენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები.

Conference proceedings-VI International Scientific-Practical Interdisciplinary.pdf