თჰუ-ს სტუდენტთა თვითმმართველობამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა! 23.02.2026

თჰუ-ს სტუდენტთა თვითმმართველობამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა!

2026 წლის 12 თებერვალს თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულ გუნდებსა და 14 მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენეტებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ. გამარჯვებულთა შორის დასახელდა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

ტურნირი, ორ ეტაპად განხორციელდა. ტურნირის მიზანს ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავება, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება და არგუმენტირებული დისკუსიის კულტურის დამკვიდრება წარმოადგენდა.აღნიშნულმა ინიციატივამ 100-ზე  მეტი ახალგაზრდა გააერთიანა.

პროექტი, თბილისის საკრებულოსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით, დედაქალაქის მერიისა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხარდაჭერითა და სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით განხორციელდა.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი და კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის თან­მ­დე­ვი პრო­ცე­სე­ბი 02.12.2021

აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი და კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის თან­მ­დე­ვი პრო­ცე­სე­ბი

ინ­ტერ­ვიუ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო&s...

ვრცლად
ორდღიანი ტრენინგი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის! 15.08.2024

ორდღიანი ტრენინგი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის!

 „სწავლების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“   „შეფასების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“...

ვრცლად