თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. 14.04.2026

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, ტრადიციული ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. ღონისძიება სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებითა და კოორდინაციით წარიმართა.

პროექტის მიზანს სტუდენტებში ანალიტიკური აზროვნების სტიმულირება, გუნდური მუშაობის პრინციპების განმტკიცება და სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელთა შორის ინტერდისციპლინური კომუნიკაციის დამყარება წარმოადგენდა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, რომლებმაც მაღალი აკადემიური მომზადება და ზოგადი ერუდიცია გამოავლინეს.

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს გამოჩენილი ინტერესისთვის და ულოცავს გამარჯვებულ გუნდს მოპოვებულ წარმატებას. მსგავსი ტიპის აქტივობები კვლავაც დარჩება უნივერსიტეტის პრიორიტეტად, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს განუყოფელი ნაწილი.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმარმატებას!

მსგავსი სიახლეები

სტუდენტთა პირველი საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცის თეზისთა კრებული 30.05.2023

სტუდენტთა პირველი საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცის თეზისთა კრებული

გამოიცა, სტუდენტთა პირველი საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენციის თეზისთა კრებული. კონფერენცია ჩატარდა თბ...

ვრცლად
მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 05.04.2024

მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

საუკეთესო შეთავაზება თჰუ-ს სტუდენეტებს! მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე (საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge) 2024 წლის 7 ა...

ვრცლად